ახალგაზრდული გიბრალტარს ქუთაისში უმასპინძლებს - შემადგენლობა და მატჩების განრიგი

ახალგაზრდული გიბრალტარს ქუთაისში უმასპინძლებს - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
30 აგვისტო 2023

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, 6 სექტემბერს, 20:00 საათზე, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპს ქუთაისში, გიბრალტართან მატჩით გახსნის, ხოლო მეორე ტურის მატჩში - 12 სექტემბერს კიშინიოვში, მოლდოვას დაუპირისპირდება.

შესარჩევი ციკლის პირველი და მეორე ტურებისთვის მზადებას, 21-წლამდე ნაკრები 2 სექტემბერს დაიწყებს, ხოლო 8 სექტემბერს მოლდოვაში გაემგზავრება. აღნიშნული მატჩებისთვის, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

U21 | შემადგენლობა

მეკარეები: ლევან თანდილაშვილი (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (სამტრედია), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი).

მცველები: გიორგი მაისურაძე (დინამო თბილისი), საბა გოგლიჩიძე (ტორპედო ქუთაისი), გეგი გეგუჩაძე (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (დინამო თბილისი), ზურაბ რუხაძე (მეტა, ლატვია), საბა მამაცაშვილი (გაგრა), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი). 

ნახევარმცველები: ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ნოდარ ლომინაძე (სამგურალი წყალტუბო), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი (ლიეპაია, ლატვია), ლაშა ოდიშარია (დინამო თბილისი), თორნიკე მორჩილაძე (თელავი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), შალვა ოგბაიძე (დენ ბოსხი, ნიდერლანდები), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ირაკლი ეგოიანი (ტვენტე, ნიდერლანდები).

თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (პაოკი, საბერძნეთი), გიორგი აბუაშვილი (პეტროლული, რუმინეთი), ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი).

2025 წლის უეფა-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 2002 წელს და შემდეგომ წლებში დაბდებულ ფეხბურთელებს. მატჩების პირდაპირი რეპორტაჟების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

U21 | შემოდგომის განრიგი 

6 სექტემბერი | საქართველო - გიბრალტარი | 20:00 | ბილეთები
12 სექტემბერი | მოლდოვა - საქართველო | 21:00

12 ოქტომბერი | საქართველო - ნიდერლანდები
17 ოქტომბერი | საქართველო - შვედეთი

16 ნოემბერი | ჩრდ. მაკედონია - საქართველო

? მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: 6 სექტემბერს, ქუთაისში გასამართ მატჩზე მედია აკრედიტაციის მოთხოვნა, 4 სექტემბრის ჩათვლით შეგიძლიათ გამოგზავნოთ ელექტორნული ფოსტის მისამართზე - [email protected]

?? გულშემატკივართა საყურადღებოდ: მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებ-გვერდზე - tkt.ge. ასევე, 2 სექტემბრიდან, 6 სექტემბრის ჩათვლით რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის სალაროებში. სალარო აღნიშნულ თარიღებში, იმუშავებს 11:00-დან, 20:00 საათამდე.