U21 | ხორვატია V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში რიეკაში

U21 | ხორვატია V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში რიეკაში
19 ნოემბერი 2024

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, 19 ნოემბერს, უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის პლეი-ოფის საპასუხო მატჩს, ხორვატიის წინააღმდეგ რიეკაში გამართავს. პირველი შეხვედრა, მიხეილ მესხზე ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა - 1:0.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა დღეს რიეკაში, სტადიონ რუევიცაზე მატჩისწინა ვარჯიში გამართა. ხოლო მანამდე, მედიის წარმომადგენელთა კითხვებს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა - რამაზ სვანაძემ და ფეხბურთელმა, ოთო მამაგეიშვილმა უპასუხეს.

U21 | შემადგენლობა

მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), ლევან თანდილაშვილი (თელავი).

მცველები: ირაკლი აზაროვი (დონეცკის შახტარი, უკრაინა), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (სირიუსი, შვედეთი), გიორგი მაისურაძე (ჟიტომირი, უკრაინა), ლადო ოდიშვილი (თელავი), ლუკა ლაცაბიძე (ოდესის ჩერნომორეცი, უკრაინა), თორნიკე მორჩილაძე (თელავი).

ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი (იბერია 1999), გიზო მამაგეიშვილი (იბერია 1999), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ირაკლი იეგოიანი (ვიტესი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), ნოდარ ლომინაძე (დილა გორი), დაჩი ლორდქიფანიძე (კრემონეზე, იტალია), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია).

თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (დინამო თბილისი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია).