WU17 | საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანი ორჯერ დაამარცხა
WU17 | საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანი ორჯერ დაამარცხა
9 სექტემბერი 2026
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა სექტემბრის შეკრება დაასრულა. შეკრების ფარგლებში ტატა მატვეევას გუნდმა ბაქოში აზერბაიჯანის ნაკრებთან ორი ამხანაგური მატჩი გამართა და ორივე შეხვედრაში გაიმარჯვა. პირველი მატჩი ჩვენმა გუნდმა თეკლა ბერიძის მიერ გატანილი გოლით, 1:0 მოიგო. მეორე შეხვედრაში კი ქართველმა ფეხბურთელებმა მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს. თავი თამარ მარუაშვილმა, ანი დავითულიანმა, ლიზი ბახტაძემ და მარიამ დარჩიაშვილმა გამოიჩინეს. აზერბაიჯანთან გამართული ამხანაგური მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების ნაწილი იყო. ტატა მატვეევას გუნდი, საკვალიფიკაციო ეტაპიზე, B ლიგის მეოთხე ჯგუფში იასპარეზებს. ნაკრების მეტოქეები უელსი, ჩრდილოეთ მაკედონია და ლუქსემბურგი იქნებიან. საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 25-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოში გაიმართება. 8 სექტემბერი | აზერბაიჯანი 0:1 საქართველო 10 სექტემბერი | აზერბაიჯანი 0:4 საქართველო
გოგონათა 17-წლამდე ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
გოგონათა 17-წლამდე ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
4 სექტემბერი 2026
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. 6 და 9 სექტემბერს, ჩვენი გუნდი ბაქოში აზერბაიჯანის 17-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდება. მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრები სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბასას მოედანზე ემზადება. 17-წლამდელთა მთავარმა მწვრთნელმა, ტატა მატვეევამ, აზერბაიჯანის წინააღმდეგ გასამართი მატჩებისთვის 20 ფეხბურთელი გამოიძახა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მეკარე: ანასტასია გოგელია (კოლხეთი ხობი), თინიკო ჯაიანი (ბათუმი) დაცვა: მარიამ ჩალაძე (რუსთავი), ანასტასია მარგიანი (ვინგსი), სესილი მასხარაშვილი (რუსთავი), ბარბარე მანაგაძე (მართვე), ნინი ვეკუა (ნორჩები) ნახევარდაცვა: ნინო აბულაძე (ბათუმი), მარიამ გასანოვა (კვარტალი), ანა დოლიშვილი (კვარტალი), ელენე თვალჭრელიზე (მართვე), ანი დავითულიანი (ვერე), თამარ მარუაშვილი (მართვე), მარიამ დარჩიაშვილი (კვარტალი) თავდასხმა: ლიზი ბახტაძე (სპაერი), ნატა მიქელაძე (ბათუმი), სესილი გაბრელიანი (ვერე),  ნატალია გუგულაშვილი-აფციაური (ფუენლაბრადა ატლანტისი, ესპანეთი), თეკლა ბერიძე (ნიკე-ლუსო), სალომე ბერიანიძე (სპანგა, შვედეთი) 6 სექტემბერი | აზერბაიჯანი - საქართველო | 16:00 9 სექტემბერი | აზერბაიჯანი - საქართველო | 11:00
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა გაიმართა
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა გაიმართა
11 ივნისი 2026
11 ივნისს, ნიონში, 17 და 19-წლამდე გოგონათა ნაკრები გუნდების ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის წილისყრა გაიმართა. საქართველოს 17-წლამდე ნაკრები B ლიგის მეოთხე ჯგუფში მოხვდა. ჩვენი გუნდის მეტოქეები უელსი, ჩრდილოეთ მაკედონია და ლუქსემბურგი იქნებიან. მატჩები 25 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოში გაიმართება.  B ლიგის მეორე ჯგუფში ითამაშებს 19-წლამდე ნაკრები, რომელიც ირლანდიას, ბულგარეთს და სომხეთს შეხვდება. 7-13 ოქტომბერს, აღნიშნულ ჯგუფის მატჩებს ბულგარეთი უმასპინძლებს.  მატჩები შემოდგომაზე გაიმართება და A ლიგის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს. 
WU17 | საქართველო 0:0 ლუქსემბურგი
WU17 | საქართველო 0:0 ლუქსემბურგი
6 მარტი 2026
 საქართველო 0:0 ლუქსემბურგი საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა დაასრულა.  B ლიგის მეორე ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს დაუპირისპირდა. შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე, 0:0 დასრულდა.  ჯგუფის მეორე შეხვედრაში ჩრდილოეთ ირლანდიამ მასპინძელ ჩრდილოეთ მაკედონიას 3:0 სძლია და პირველი ადგილი დაიკავა. საქართველოს ნაკრებმა კი, მესამე ადგილზე დაასრულა ასპარეზობა. 
WU17 | ჩრდ. ირლანდია 3:1 საქართველო
WU17 | ჩრდ. ირლანდია 3:1 საქართველო
3 მარტი 2026
 ჩრდ. ირლანდია 3:1 საქართველო საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე შეხვედრა გამართა. ჩრდილოეთ ირლანდიასთან ჩატარებული მატჩი მეტოქის გამარჯვებით, 3:1 დასრულდა. საქართველოს ნაკრების მხრიდან გოლი ელენე ბოლქვაძის ანგარიშზეა.  საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრას ჩვენი გუნდი 6 მარტს, ლუქსემბურგის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება. 
WU17 | ჩრდ. მაკედონია 1:0 საქართველო
WU17 | ჩრდ. მაკედონია 1:0 საქართველო
28 თებერვალი 2026
ჩრდ. მაკედონია 1:0 საქართველო საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი ჩაატარა.  სტრუმიცაში, B2 ჯგუფის მასპინძელ ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართულ შეხვედრაში ჩვენი გუნდი მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.  ტურნირის მეორე მატჩს საქართველოს 17-წლამდე ნაკრები 3 მარტს, ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება. 
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
25 თებერვალი 2026
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. 28 თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით, საქართველოს 17-წლამდე ნაკრები B ლიგის მეორე ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები ჯგუფის მასპინძელი ჩრდილოეთ მაკედონია, ჩრდილოეთ ირლანდია და ლუქსემბურგი იქნებიან. მოახლოებულ შეხვედრებში 17-წლამდე ნაკრებს ლავრენტი დავითაშვილი უხელმძღვანელებს. ჩრდილოეთ მაკედონიაში ჩვენი გუნდი 18 ფეხბურთელით გაემგზავრება.  {"preview_thumbnail":"/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/Bq0p1p2yHVo.jpg?itok=2mhSEll0","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=Bq0p1p2yHVo","settings":{"responsive":1,"width":"854","height":"480","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]} საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მეკარე: ელენე ბონდარევა (კვარტალი), თინიკო ჯაიანი (ბათუმი) დაცვა: ნინო ნადარაია (კვარტალი), ელენე ბოლქვაძე (ნიკე-ლუსო), ბარბარე მანაგაძე (მართვე), ნინი ვეკუა (ნორჩები), ანი გოდერიძე (მართვე) ნახევარდახვა: სესილი მასხარაშვილი (რუსთავი), მარიამ ჯოჯუა (დინამო სოხუმი), ლიზი კაკულია (დინამო სოხუმი), ანა დოლიშვილი (კვარტალი), ანასტასია ბუჩუკური (ნიკე-ლუსო), თამარ მარუაშვილი (მართვე), ნინიკო ჩხეტიანი (კვარტალი) თავდასხმა: ანა-თამარა ქურასბედიანი-ბოლოთაშვილი (ლევანტე ბადალონა, ესპანეთი), თეკლა ბერიძე (ნიკე-ლუსო), ანი დავითულიანი (ნიკე-ლუსო), ანა გრიგალაშვილი (თეთრიწყარო) მატჩების განრიგი 28.02 | ჩრდ. მაკედონია - საქართველო | 16:00 03.03 | ჩრდ. ირლანდია - საქართველო | 16:00 06.03 | საქართველო - ლუქსემბურგი | 16:00
WU17 | საქართველო 4:0 აზერბაიჯანი
WU17 | საქართველო 4:0 აზერბაიჯანი
9 თებერვალი 2026
საქართველო 4:0 აზერბაიჯანი საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. პირველი შეხვედრის (6:0) მსგავსად, სფფ-ის დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრში ჩატარებული მეორე მატჩიც ტატა მატვეევას გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა — 4:0. სტუმართა კარში სამი გოლი ანანო წიქარიძემ გაიტანა, საბოლოო ანგარიში კი ნინიკო ჩხეტიანმა დააფიქსირა. აზერბაიჯანთან შეხვედრები საქართველოს 17-წლამდე ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილი იყო. 28 თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით, საქართველოს 17-წლამდე ნაკრები B ლიგის მეორე ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები ჯგუფის მასპინძელი ჩრდილოეთ მაკედონია, ჩრდილოეთ ირლანდია და ლუქსემბურგი იქნებიან. {"preview_thumbnail":"/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/pqLB-l8KXdo.jpg?itok=FNuvYSuq","video_url":"https://youtu.be/pqLB-l8KXdo","settings":{"responsive":1,"width":"854","height":"480","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}
WU17 | საქართველო 6:0 აზერბაიჯანი
WU17 | საქართველო 6:0 აზერბაიჯანი
6 თებერვალი 2026
საქართველო 6:0 აზერბაიჯანი საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა აზერბაიჯანელ თანატოლებთან პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. სფფ-ის დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრში ჩატარებული მატჩი ტატა მატვეევას გუნდმა დიდი ანგარიშით მოიგო - 6:0.  საქართველოს ნაკრებში ჰეთ-თრიქი ანანო წიქარიძემ შეასრულა. თითო გოლი ელენე ბოლქვაძის და თეკლა ბერიძის ანგარიშზეა. ერთი გოლი კი, ბერიძის პასის შემდეგ, მეტოქემ საკუთარ კარში გაიტანა.  საქართველოს და აზერბაიჯანის 17-წლამდე გოგონათა ნაკრებების მეორე ამხანაგური შეხვედრა 9 თებერვალს გაიმართება. მატჩი სფფ-ის დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრში 13:00 საათზე დაიწყება.  {"preview_thumbnail":"/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/ecH8Jt2VHRQ.jpg?itok=JZeSLOf8","video_url":"https://youtu.be/ecH8Jt2VHRQ","settings":{"responsive":1,"width":"854","height":"480","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}
17-წლამდე გოგონათა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
17-წლამდე გოგონათა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
2 თებერვალი 2026
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.  6 და 9 თებერვალს, ჩვენი გუნდი სფფ-ის დიდი დიღმის ტექნიკურ ცენტრში აზერბაიჯანის ასაკობრივ ნაკრებს უმასპინძლებს. ორივე მატჩი 13:00 საათზე დაიწყება.  17-წლამდელთა მთავარმა მწვრთნელმა, ტატა მატვეევამ მოახლოებული მატჩებისთვის ნაკრებში 23 ფეხბურთელი გამოიძახა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მეკარე: ელენე ბონდარევა (კვარტალი), თინიკო ჯაიანი (ბათუმი), ანასტასია გოგელია (კოლხეთი ხობი) დაცვა: ელენე ბოლქვაძე (ნიკე-ლუსო), ნინი ვეკუა (ნორჩები), ნინო ნადარაია (კვარტალი), ანასტასია მარგიანი (თეთრიწყარო), ბარბარე მანაგაძე (მართვე), სესილი სვანიძე (კოლხეთი ხობი), ანი გოდერიძე (მართვე) ნახევარდაცვა: მარიამ დარჩიაშვილი (კვარტალი), თამარ მარუაშვილი (მართვე), ნინიკო ჩხეტიანი (კვარტალი), ანა დოლიშვილი (კვარტალი),  ანასტასია ბუჩუკური (ნიკე-ლუსო), ნატო გუტიკაშვილი (რუსთავი), მარიამ ჯოჯუა (დინამო სოხუმი), სესილი მასხარაშვილი (რუსთავი) თავდასხმა: თეკლა ბერიძე (ნიკე-ლუსო), ანა გრიგალაშვილი (თეთრიწყარო), ანი დავითულიანი (ნიკე-ლუსო), ბარბარე ბერუაშვილი (თეთრიწყარო), ანანო წიქარიძე
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
11 დეკემბერი 2025
11 დეკემბერს, ნიონში, 17 და 19-წლამდე გოგონათა ნაკრების გუნდების ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდის წილისყრა გაიმართა. საქართველოს 17-წლამდე ნაკრები B ლიგის მეორე ჯგუფში მოხვდა. ჩვენი გუნდის მეტოქეები ჩრდილოეთ მაკედონია, ჩრდილოეთ ირლანდია და ლუქსემბურგი იქნებიან. მატჩები 2026 წელს, 28 თებერვალიდან 6 მარტის ჩათვლით გაიმართება. ტურნირის მასპინძელი ჩრდილოეთ მაკედონიაა.  B ლიგის მეექვსე ჯგუფში ითამაშებს 19-წლამდე ნაკრები, რომელიც ხორვატიას, ჩეხეთს და აზერბაიჯანს შეხვდება. მატჩები 2026 წელს, 11-17 აპრილს, ხორვატიაში გაიმართება.  2026/2027 სეზონისთვის A ლიგის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები და ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებენ. 
WU17 | ბოსნია და ჰერცეგოვინა 2:1 საქართველო
WU17 | ბოსნია და ჰერცეგოვინა 2:1 საქართველო
30 ოქტომბერი 2025
ბოსნია და ჰერცეგოვინა 2:1 საქართველო საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში ასპარეზობა დაასრულა.  დასკვნით შეხვედრაში ჩვენი გუნდი ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მინიმალური სხვაობით, 2:1 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების რიგებში გოლი ანანო წიქარიძემ გაიტანა.  ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში ლატვიამ ყაზახეთს 1:0 სძლია და A ლიგის საგზური მოიპოვა.