გოგონათა 17-წლამდე ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

გოგონათა 17-წლამდე ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
4 სექტემბერი 2026

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს.

6 და 9 სექტემბერს, ჩვენი გუნდი ბაქოში აზერბაიჯანის 17-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდება. მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრები სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბასას მოედანზე ემზადება.

17-წლამდელთა მთავარმა მწვრთნელმა, ტატა მატვეევამ, აზერბაიჯანის წინააღმდეგ გასამართი მატჩებისთვის 20 ფეხბურთელი გამოიძახა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: ანასტასია გოგელია (კოლხეთი ხობი), თინიკო ჯაიანი (ბათუმი)

დაცვა: მარიამ ჩალაძე (რუსთავი), ანასტასია მარგიანი (ვინგსი), სესილი მასხარაშვილი (რუსთავი), ბარბარე მანაგაძე (მართვე), ნინი ვეკუა (ნორჩები)

ნახევარდაცვა: ნინო აბულაძე (ბათუმი), მარიამ გასანოვა (კვარტალი), ანა დოლიშვილი (კვარტალი), ელენე თვალჭრელიზე (მართვე), ანი დავითულიანი (ვერე), თამარ მარუაშვილი (მართვე), მარიამ დარჩიაშვილი (კვარტალი)

თავდასხმა: ლიზი ბახტაძე (სპაერი), ნატა მიქელაძე (ბათუმი), სესილი გაბრელიანი (ვერე),  ნატალია გუგულაშვილი-აფციაური (ფუენლაბრადა ატლანტისი, ესპანეთი), თეკლა ბერიძე (ნიკე-ლუსო), სალომე ბერიანიძე (სპანგა, შვედეთი)