WU17 | ლუქსემბურგი 1:0 საქართველო

WU17 | ლუქსემბურგი 1:0 საქართველო
31 ოქტომბერი 2026

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში ასპარეზობა დაასრულა.

B ლიგის მეოთხე ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში ტატა მატვეევას გუნდი სფფ-ის ტექნიკური ცენტრის, ბასას მოედანზე ლუქსემბურგის ნაკრებს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. მატჩის ერთადერთი გოლი შეხვედრის ბოლო წუთზე გავიდა.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში უელსისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებმა ფრედ, 3:3 ითამაშეს. თბილისში გამართული მინი-ტურნირის გამარჯვებული უელსის ნაკრები გახდა, რომელიც საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში ასპარეზობას A ლიგაში გააგრძელებს.