გოგონათა 19-წლამდე ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
გოგონათა 19-წლამდე ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
14 აგვისტო 2026
საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. 18 და 21 აგვისტოს, ჩვენი გუნდი ერევანში სომხეთის 19-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდება. მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრები სფფ-ის ლაგოდეხის ტექნიკურ ცენტრში ემზადება. 19-წლამდელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლავრენტი დავითაშვილმა, სომხეთის წინააღმდეგ გასამართი მატჩებისთვის 20 ფეხბურთელი გამოიძახა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მეკარე: თათია ფხაკაძე (ნორჩები), ნინო მეტრეველი (დ10 აკადემია) დაცვა: ელენე ბოლქვაძე (ნიკე-ლუსო), ლოლიტა კალოიანი (ნიკე-ლუსო), ნინი ვეკუა (ნორჩები), ნინო დანელია (კოლხეთი, ხობი), მარიამ ჯოჯუა (რუსთავი) ნახევარდაცვა: თამარ ალანია (კოლხეთი, ხობი), ანი დავითულიანი (ვერე), მარიამ გასანოვა (კვარტალი), ნინიკო ჩხეტიანი (კვარტალი), ანა დოლიშვილი (კვარტალი), ანა-თამარა ბოლოთაშვილი (ლევანტე, ბადალონა), ნინო გობაძე (თეთრიწყარო), ანასტასია ბუჩუკური (ნიკე-ლუსო), მაკა ფცქიალაძე (რუსთავი), ელენე მურადაშვილი (გორი იუნაიტედი) თავდასხმა: თეკლა ბერიძე (ნიკე-ლუსო), სესილი გაბრელიანი (ვერე), ანანო მიქაბერიძე (კვარტალი)
WU19 | სასელექციო მატჩები თბილისში
WU19 | სასელექციო მატჩები თბილისში
7 ივლისი 2026
2 და 6 ივლისს, სფფ-ის ნუცუბიძის ტექნიკურ ცენტრში საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრების სასელექციო მატჩები გაიმართა.  აღნიშნული მატჩები ლავრენტი დავითაშვილის გუნდისთვის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების ნაწილია.  საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის მეორე ჯგუფში იასპარეზებს. ჩვენი გუნდის მეტოქეები ირლანდიის, ბულგარეთისა და სომხეთის 19-წლამდე ნაკრებები იქნებიან. ჯგუფის მატჩები 7-13 ოქტომბერს ბულგარეთში გაიმართება.
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა გაიმართა
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა გაიმართა
11 ივნისი 2026
11 ივნისს, ნიონში, 17 და 19-წლამდე გოგონათა ნაკრები გუნდების ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის წილისყრა გაიმართა. საქართველოს 17-წლამდე ნაკრები B ლიგის მეოთხე ჯგუფში მოხვდა. ჩვენი გუნდის მეტოქეები უელსი, ჩრდილოეთ მაკედონია და ლუქსემბურგი იქნებიან. მატჩები 25 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოში გაიმართება.  B ლიგის მეორე ჯგუფში ითამაშებს 19-წლამდე ნაკრები, რომელიც ირლანდიას, ბულგარეთს და სომხეთს შეხვდება. 7-13 ოქტომბერს, აღნიშნულ ჯგუფის მატჩებს ბულგარეთი უმასპინძლებს.  მატჩები შემოდგომაზე გაიმართება და A ლიგის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს. 
WU19 | საქართველოს ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა გამარჯვებით დაასრულა
WU19 | საქართველოს ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა გამარჯვებით დაასრულა
17 აპრილი 2026
საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა დაასრულა.  შესარჩევის მეორე რაუნდში, ლავრენტი დავითაშვილის გუნდმა B ლიგის მე-6 ჯგუფში სამი შეხვედრა გამართა. ჩეხეთთან და მასპინძელ ხორვატიასთან მარცხის შემდეგ, დასკვნით შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანი ლოლიტა კალოიანის, ნათია ჯოჯუას, ანანო წიქარიძის და ანი დავითულიანის გოლებით 4:1 დაამარცხა. 11 აპრილი | საქართველო 0:5 ჩეხეთი 14 აპრილი | ხორვატია 4:0 საქართველო 17 აპრილი | აზერბაიჯანი 1:4 საქართველო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
6 აპრილი 2026
საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის მეორე რაუნდის მატჩებს გამართავს.  11-დან 17 აპრილის ჩათვლით, ლავრენტი დავითაშვილის გუნდი აზერბაიჯანის, ჩეხეთის და ჯგუფის მასპინძელი ხორვატიის წინააღმდეგ ითამაშებს.  2026/2027 სეზონისთვის A ლიგის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები და ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებენ.  საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მეკარე: სალომე ხაჭაპურიძე (ნორჩები), ნინო მეტრეველი (დ10 აკადემია) დაცვა: ნინი ვეკუა (ნორჩები), ლოლიტა კალოიანი (ნიკე-ლუსო), მარიამ შოშიტაშვილი (კვარტალი), ელენე ბოლქვაძე (ნიკე-ლუსო), მარიამ კაკულია (ვერე) ნახევარდაცვა: ანი დავითულიანი (ვერე), ქეთევან ჭურკვეიძე (ბათუმი), მარიამ გასანოვა (კვარტალი), ნათია ჯოჯუა (ელიტა), ნინი ყვავაძე (რუსთავი), ანა საღირაშვილი (ნორჩები), ნინო გობაძე (თეთრიწყარო) თავდასხმა: მარიამ გოგოლაძე (დინამო სოხუმი), ანანო წიქარიძე (კვარტალი), ანასტასია ბუჩუკური (ნიკე-ლუსო), მაკა ფცქიალაძე (რუსთავი) მატჩების განრიგი 11 აპრილი | საქართველო - ჩეხეთი | 16:00 14 აპრილი | ხორვატია - საქართველო | 14:00 17 აპრილი | აზერბაიჯანი - საქართველო | 14:00 {"preview_thumbnail":"/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/6PuGqSwkw1Q.jpg?itok=-tbLBP6H","video_url":"https://youtu.be/6PuGqSwkw1Q","settings":{"responsive":1,"width":"854","height":"480","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
11 დეკემბერი 2025
11 დეკემბერს, ნიონში, 17 და 19-წლამდე გოგონათა ნაკრების გუნდების ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდის წილისყრა გაიმართა. საქართველოს 17-წლამდე ნაკრები B ლიგის მეორე ჯგუფში მოხვდა. ჩვენი გუნდის მეტოქეები ჩრდილოეთ მაკედონია, ჩრდილოეთ ირლანდია და ლუქსემბურგი იქნებიან. მატჩები 2026 წელს, 28 თებერვალიდან 6 მარტის ჩათვლით გაიმართება. ტურნირის მასპინძელი ჩრდილოეთ მაკედონიაა.  B ლიგის მეექვსე ჯგუფში ითამაშებს 19-წლამდე ნაკრები, რომელიც ხორვატიას, ჩეხეთს და აზერბაიჯანს შეხვდება. მატჩები 2026 წელს, 11-17 აპრილს, ხორვატიაში გაიმართება.  2026/2027 სეზონისთვის A ლიგის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები და ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებენ. 
19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში ასპარეზობა დაასრულა
19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში ასპარეზობა დაასრულა
1 დეკემბერი 2025
საქართველოს 19-წლამდელ გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა გამარჯვებით დაასრულა.  ჯგუფის მასპინძელ ჩრდილოეთ მაკედონიასთან და სლოვენიასთან მარცხის შემდეგ, დასკვნით შეხვედრაში, ლავრენტი დავითაშვილის გუნდმა აზერბაიჯანის ნაკრები დიდი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა. აზერბაიჯანელებთან მატჩში დუბლი ანანო წიქარიძემ შეასრულა, ხოლო თითო გოლი ანასტასია ბუჩუკირის და მარიამ გოგოლაძის ანგარიშზეა. საკვალიფიკაციო ეტაპი ჩვენს გუნდმა სამი ქულით მესამე პოზიციაზე დაასრულა. ჯგუფის გამარჯვებული კი, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები გახდა.
19-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება
21 ნოემბერი 2025
საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის გათამაშებაში იასპარეზებს. ლავრენტი დავითაშვილის გუნდი შესარჩევი მატჩებისთვის სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე ემზადება. საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, ჩრდილოეთ მაკედონიაში გაიმართება. ჩვენი გუნდი ჯგუფის მასპინძელ ჩრდილოეთ მაკედონიას, სლოვენიას და აზერბაიჯანს დაუპირისპირდება. A ლიგის საგზურს B ლიგის ექვსი ჯგუფის გამარჯვებულებთან ერთად, ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს.  მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები 20 ფეხბურთელით ემზადება.  {"preview_thumbnail":"/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/4l3HTOzcDro.jpg?itok=gls3Tpl1","video_url":"https://youtu.be/4l3HTOzcDro","settings":{"responsive":1,"width":"854","height":"480","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]} საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მეკარე: სალომე ხაჭაპურიძე (ელიტა), ნინო მეტრეველი (რუსთავი) დაცვა: ლიზი ლომოური (ახალგორი), ლოლიტა კალოიანი (რუსთავი), ნათია ცეცხლაძე (კვარტალი), ელენე ბოლქვაძე (ბათუმი), მარიამ კაკულია (ელიტა) ნახევარდაცვა/თავდასხმა: ანანო მიქაბერიძე (რუსთავი), მარიამ მამფორია (რუსთავი), ნათია ჯოჯუა (ელიტა), მარიამ გოგოლაძე (თეთრიწყარო), ანა საღირაშვილი (ნორჩები), ნინო გობაძე (თეთრიწყარო), კესო მეტონიძე (რაჭა), მარინა შიოლაშვილი (გორი იუნაიტედი), ნინიკო ჩხეტიანი (რუსთავი), ანანო წიქარიძე (ლანჩხუთი), ანა გრიგალაშვილი (თეთრიწყარო), სოფი ხელაშვილი (ოჰაიო პრემიერი, აშშ), ანასტასია ბუჩუკური (ნიკე-ლუსო) მატჩების განრიგი 25 ნოემბერი | საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონია | 15:00 29 ნოემბერი | სლოვენია - საქართველო | 15:00 1 დეკემბერი | აზერბაიჯანი - საქართველო | 15:00
WU19 | საქართველო 3:3 სომხეთი
WU19 | საქართველო 3:3 სომხეთი
14 აგვისტო 2025
WU19 | საქართველო 3:3 სომხეთი საქართველოს 19-წლამდე წლამდე გოგონათა ნაკრებმა სომხეთის წინააღმდეგ მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში ჩატარებული შეხვედრა ფრედ, 3:3 დასრულდა.  ჩვენი გუნდის რიგებში გოლები ანანო წიქარიძის, ანასტასია ბუჩუკურის და ლიზი კაკულიას ანგარიშზეა. საქართველოს და სომხეთის 19-წლამდე ნაკრებების პირველი ამხანაგური მატჩი ლავრენტი დავითაშვილის გუნდის გამარჯვებით, 5:1 დასრულდა.  სომხეთთან მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების ნაწილი იყო. 25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით ჩვენი გუნდი ბ ლიგის მეხუთე ჯგუფში იასპარეზებს, სადაც სლოვენიას, ჩრდილოეთ მაკედონიას და აზერბაიჯანს დაუპირისპირდება. ჯგუფს ჩრდილოეთ მაკედონია უმასპინძლებს.  {"preview_thumbnail":"/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/cFMfxztBR5o.jpg?itok=a2U1MN8N","video_url":"https://youtu.be/cFMfxztBR5o","settings":{"responsive":1,"width":"854","height":"480","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}
WU19 | საქართველო 5:1 სომხეთი
WU19 | საქართველო 5:1 სომხეთი
11 აგვისტო 2025
WU19 | საქართველო 5:1 სომხეთი საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა სომხეთის ასაკობრივი გუნდის წინააღმდეგ პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში ჩატარებული შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 5:1 დასრულდა.  საქართველოს ნაკრები მატჩის პირველ წუთზე ანანო მიქაბერიძემ დააწინაურა. 27-ე წუთზე კესო მეტონიძემ მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა, ხოლო ლოლიტა კალოიანმა 31-ე წუთზე გატანილი გოლით ანგარიშის 3:0 გახადა. 61-ე წუთზე ლიზი კაკულიამ სომხეთის კარში მეოთხე გოლი გაიტანა, მატჩის საბოლოო ანგარიში კი, 77-ე წუთზე, მარიამ ჯოჯუამ დააფიქსირა.  საქართველოს ნაკრები სომხეთის წინააღმდეგ მეორე ამხანაგურ შეხვედრას 14 აგვისტოს გამართავს. მატჩი სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება.   {"preview_thumbnail":"/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/eQB1BU1sahc.jpg?itok=U-Qu6iat","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=eQB1BU1sahc","settings":{"responsive":1,"width":"854","height":"480","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}
19-წლამდე გოგონათა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
6 აგვისტო 2025
საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.  11 და 14 აგვისტოს, ჩვენი გუნდი სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში სომხეთის ასაკობრივ ნაკრებს უმასპინძლებს. ორივე მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.  19-წლამდელთა მთავარმა მწვრთნლემა, ლავრენტი დავითაშვილმა მოახლოებული მატჩებისთვის ნაკრებში 23 ფეხბურთელი გამოიძახა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მეკარე: სალომე ხაჭაპურიძე (ელიტა), ნინო მეტრეველი (რუსთავი), ხატია ბერიშვილი (რუსთავი) დაცვა: ნათია ცეცხლაძე (კვარტალი), ლოლიტა კალოიანი (რუსთავი), ელიზაბეტ რიჟამაძე (კვარტალი), ელენე ბოლქვაძე (ბათუმი), ლიზი სახვაძე (რუსთავი), მარიამ შიოლაშვილი (გორი იუნაიტედი), მარიამ კაკულია (ელიტა), ლიზი ლომოური (ახალგორი) ნახევარდაცვა/თავდასხმა: კესო მეტონიძე (რაჭა), ანა საღირაშვილი (ნორჩები), ნათია ჯოჯუა (ელიტა), ანანო მიქაბერიძე (რუსთავი), მარიამ გოგოლაძე (დინამო სოხუმი), ნინო გობაძე (თეთრიწყარო), მარიამ მამფორია (რუსთავი), ლიზი კაკულია (დინამო გაგრა), ნინო ყვავაძე (რუსთავი), ანასტასია ბუჩუკური (ნიკე-ლუსო), ნინიკო ჩხეტიანი (რუსთავი), ანანო წიქარიძე (ლანჩხუთი)
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
5 ივნისი 2025
5 ივნისს, ნიონში, 17 და 19-წლამდე გოგონათა ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის წილისყრა გაიმართა. საქართველოს 17-წლამდე ნაკრები B ლიგის მესამე ჯგუფში მოხვდა. ჩვენი გუნდის მეტოქეები ბოსნია და ჰერცეგოვინა, ლატვია და ყაზახეთი იქნებიან. მატჩები 22-28 ოქტომბერს ყაზახეთში გაიმართება.  B ლიგაის მეხუთე ჯგუფში ითამაშებს 19-წლამდე ნაკრები, რომელიც სლოვენიას, ჩრდილოეთ მაკედონიას და აზერბაიჯანს დაუპირისპირდება. მატჩები 25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება. ჯგუფს ჩრდილოეთ მაკედონია უმასპინძლებს.