WU19 | სასელექციო მატჩები თბილისში

WU19 | სასელექციო მატჩები თბილისში
7 ივლისი 2026

2 და 6 ივლისს, სფფ-ის ნუცუბიძის ტექნიკურ ცენტრში საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრების სასელექციო მატჩები გაიმართა. 

აღნიშნული მატჩები ლავრენტი დავითაშვილის გუნდისთვის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების ნაწილია. 

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის მეორე ჯგუფში იასპარეზებს. ჩვენი გუნდის მეტოქეები ირლანდიის, ბულგარეთისა და სომხეთის 19-წლამდე ნაკრებები იქნებიან. ჯგუფის მატჩები 7-13 ოქტომბერს ბულგარეთში გაიმართება.