15-წლამდე გოგონათა ნაკრებმა უეფას განვითარების თასზე ასპარეზობა დაასრულა
15-წლამდე გოგონათა ნაკრებმა უეფას განვითარების თასზე ასპარეზობა დაასრულა
25 აგვისტო 2025
საქართვლეოს 15-წლამდე გოგონათა ნაკრებმა უეფას განვითარების თასზე ასპარეზობა დაასრულა.  ტატა მატვეევას გუნდმა სადებიუტო საერთაშორისო გათამაშების ფარგლებში 3 მატჩი გამართა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან 0:3, მასპინძელ ხორვატიასთან 0:4 და ისრაელთან 1:2 დამარცხდა.  საქართველოს 15 წლამდე გოგონათა ნაკრების დასაკომპლექტებლად სასელექციო მატჩები თბილისსა და ქუთაისში ჩატარდა. 
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
18 აგვისტო 2025
საქართველოს 15-წლამდე გოგონათა ნაკრები ხორვატიაში გასამართ უეფას განვითარების ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას.  ტატა მატვეევას ხელმძღვანელობით ჩვენი გუნდი მოახლოებული მატჩებისთვის სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე 18 ფეხბურთელით ემზადება.  საქართველოს 15-წლამდე ნაკრები 20-დან 25 აგვისტოს ჩათვლით ხორვატიაში სამ თამაშს გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქეები ბოსნია და ჰერცეგოვინა, ხორვატია და ისრაელი იქნებიან.  საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მეკარე: მელანო ძაძუა (ქსკ საბურთალო), თინიკო ჯაიანი (ბათუმი) დაცვა: ანასტასია მარგიანი (თეთრიწყარო), ბარბარე მანაგაძე (მართვე), სესილი სვანიძე (კოლხეთი ხობი), თეკლა ხარაზიშვილი (ნორჩები) ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო სხირტლაძე (ქსკ საბურთალო), ლინა სურმალიანი (ეძანი), ნინო აბულაძე (ბათუმი), ლიზი ბახტაძე (სპაერი), ნატალია გუგულაშვილი-აფციაური (ფუენლაბრადა ატლანტისი, ესპანეთი), მარიამ დარჩიაშვილი (კვარტალი), თამარ მარუაშვილი (მართვე), თამარ კაპანაძე (ახალგორი), მარიამ ნათაძე (დინამო სოხუმი), ანასტასია ცხოვრებაძე (ნორჩები), სესილი მასხარაშვილი (რუსთავი), მარიტა ჯალაღონია (მტრედები) მატჩების განრიგი თბილისის დროით 20 აგვისტო | ბოსნია და ჰერცეგოვინა - საქართველო | 19:30 22 აგვისტო | ხორვატია - საქართველო | 12:00 25 აგვისტო | საქართველო - ისრაელი | 12:00
WU15 | სასელექციო მატჩები თბილისსა და ქუთაისში
WU15 | სასელექციო მატჩები თბილისსა და ქუთაისში
2 ივლისი 2025
სფფ-ის ნუცუბიძის ტექნიკურ ცენტრსა და ქუთაისის ტექნიკურ ცენტრში, 15 წლამდე გოგონათა ნაკრების დასაკომპლექტებლად სასელექციო მატჩები ჩატარდა.  სასელექციო მატჩების შედეგად, სამწვრთნელო შტაბი ტატიანა მატვეევას ხელმძღვანელობით 2011 წელს დაბადებული ფეხბურთელებისგან გუნდს დააკომპლექტებს, რომელიც ხორვატიაში განვითარების ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას.  საქართველოს 15-წლამდე ნაკრები 20-დან 25 აგვისტოს ჩათვლით ხორვატიაში სამ თამაშს გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქეები ბოსნია და ჰერცეგოვინა, ხორვატია და ისრაელი იქნებიან.