16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა უეფას განვითარების თასზე ასპარეზობა დაასრულა
16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა უეფას განვითარების თასზე ასპარეზობა დაასრულა
18 აპრილი 2025
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა უეფას განვითარების თასზე იასპარეზა. 12-დან 18 აპრილის ჩათვლით, ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ჩატარებული ტურნირის ფარგლებში, ჩვენმა გუნდმა სამი მატჩი გამართა.  მასპინძელ ალბანეთთან ჩატარებული სასტარტო შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა. ტურნირის ფორმატიდან გამომდინარე, შეხვედრის ფრედ დასრულების შემთხვევაში, გუნდები 11-მეტრიანების სერიას ასრულებენ, სადაც გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ.  მეორე მატჩი საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიის ასაკობრივ გუნდთან მინიმალური ანგარიშით დათმო. ტურნირის დასკვნით შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ბულგარეთს შეხვდრა და ძირითად დროში დაფიქსირებული ფრის (2:2) შემდეგ, პენალტების სერიაში დამარცხდა.  შემადგენლობა და მატჩების გვერდები: ალბანეთი - საქართველო ჩრდ. მაკედონია - საქართველო საქართველო - ბულგარეთი
16-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
16-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
11 აპრილი 2025
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს. ტურნირს 12 აპრილიდან 18 აპრილის ჩათვლით, ალბანეთი უმასპინძლებს. სალომე ხუბულურის გუნდი ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას და ბულგარეთს დაუპირისპირდება. საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები სან მარინოში 11 აპრილს გაემგზავრა.  საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მეკარე: ელენე ბონდარევა (ნორჩი დინამო), ანასტასია გოგელია დაცვა: ელენე ბოლქვაძე (ლანჩხუთი), ელიზაბეტ რიჟამაძე (კვარტალი), ნინი ვეკუა (ნორჩები), სოფო ხაჟალია (ნორჩები), ნინო ნადარაია (კვარტალი) ნახევარდაცვა/თავდასხმა: ანასტასია ბუჩუკური (ნიკე-ლუსო), ნატო გუტიკაშვილი (რუსთავი), მარიამ ჯოჯუა (ელიტა), მარიამ გასანოვა (კვარტალი), ანა დოლიშვილი (ახალგორი), ნინიკო ჩხეტიანი (რუსთავი), ანასტასია ვალიკიდი (საბურთალო), ანი დავითულიანი (სამეგრელო), თეკლა ბერიძე (ნიკე-ლუსო), სესილი გაბრელიანი (ახალგორი), სოფია წიქარიძე (დინამო სოხუმი) მატჩების განრიგი 13 აპრილი | ალბანეთი - საქართველო | 17:00 15 აპრილი | ჩრდ. მაკედონია - საქართველო | 13:30 18 აპრილი | საქართველო - ბულგარეთი | 13:30
16-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასის გამარჯვებულია
16-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასის გამარჯვებულია
21 აპრილი 2024
შემადგენლობა და მატჩის გვერდი - საქართველო 5:2 ესტონეთი საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები სან მარინოში ჩატარებული უეფას განვითარების თასის გამარჯვებულია.  ტურნირის დასკვნით შეხვედრაში სალომე ხუბულურის გუნდმა ესტონეთის ნაკრებს 5:2 სძლია. საქართველოს ნაკრების რიგებში დუბლი სოფი ხელაშვილიმა შეასრულა. თითო გოლი ქეთევან ჭურკვეიძის, ანანო წიქარიძის და ლოლიტა კალოიანის ანგარიშზეა.  საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა ტურნირის სამივე მატჩი დიდი ანგარიშით მოიგო. სასტარტო შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა მასპინძელ სან მარინოს 7:4 სძლია, ლუქსებმურგის ნაკრებთან ჩატარებული შეხვედრა კი 4:1 მოიგო. 
WU16 | ლუქსემბურგი 1:4 საქართველო
WU16 | ლუქსემბურგი 1:4 საქართველო
19 აპრილი 2024
შემადგენლობა და მატჩის გვერდი - ლუქსემბურგი 1:4 საქართველო საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა სან მარინოში მიმდიანრე უეფას განვითარების თასზე მეორე გამარჯვება მოიპოვა. სალომე ხუბულურის გაწვრთნილმა გუნდმა ლუქსებმურგთან შეხვედრა 4:1 მოიგო.  ლუქსებმურგთან შეხვედრაში ანგარიში 22-ე წუთზე ლოლიტა კალოიანმა გახსნა, თუმცა ტაიმი ფრედ, 1:1 დასრულდა. 53-ე წუთზე ჩვენი გუნდი კიდევ ერთხელ ანანო წიქარიძემ დააწინაურა, რომელმაც 71-ე წუთზე დუბლი შეასრულა. მატჩის საბოლოო ანგარიში 75-ე წუთზე სოფი ხელაშვილმა დააფიქსირა.  შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა მასპინძელი სან მარინო 7:4 დაამარცხა. დასკვნით შეხვედრას ჩვენი გუნდი 21 აპრილს, ესტონეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. 
WU16 | სან მარინო 4:7 საქართველო
WU16 | სან მარინო 4:7 საქართველო
17 აპრილი 2024
შემადგენლობა და მატჩის გვერდი - სან მარინო 4:7 საქართველო საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა უეფას განვითარების თასზე პირველი მატჩი გამართა.  16 აპრილს, სალომე ხუბულურის გუნდი ტურნირის მასპინძელ სან მარინოს ასაკობრივ ნაკრებს შეხვდა. უხვგოლიანი მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 7:4 დასრულდა.  საქართველოს ნაკრების რიგებში ოთხი გოლი ანანო წიქარიძემ გაიტანა. თითო გოლი სოფო ბერულავას, სოფი ხელაშვილის და ანასტასია ბუჩუკურის ანგარიშზეა.  მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 18 აპრილს, ლუქსემბურგის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. 
16-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
16-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
14 აპრილი 2024
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე მიიღებს მონაწილეობას. ტურნირს 16 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით, სან მარინო უმასპინძლებს. სალომე ხუბულურის გუნდი სან მარინოს, ლუქსემბურგს და ესტონეთს დაუპირისპირდება. საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები სან მარინოში 15 აპრილს გაემგზავრება.   საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრების შემადგენლობა: მეკარე: ვიქტორია დობროვოლსკაია (რუსთავი), თათია ფხაკაძე (ვერე) დაცვა: ლიზი კაკულია (დინამო გაგრა), ლოლიტა კალოიანი (რუსთავი), ელენე ბოლქვაძე (ბათუმი), ელიზაბეტ რიჟამაძე (კვარტალი), ლიზი უშხვანი (ნორჩი დინამო) ნახევარდაცვა/შეტევა: ანანო მიქაბერიძე (რუსთავი), ანანო ჯოჯუა (კოლხეთი, ხობი), თაკო ბულია (კოლხეთი, ხობი), ნატო გუტიკაშვილი (რუსთავი), ქეთევან ჭურკვეიძე (ბათუმი), სოფო ბერულავა (ნორჩი დინამო, თბილისი), სოფი ხელაშვილი (ოჰაიო პრემიერ სოკერი), ირინა ჩხიკვაძე (ოჰაიო პრემიერ სოკერი), ნინო მეტრეველი (რუსთავი), ანანო ცისკარიძე (ნორჩი დინამო, თბილისი), ანასტასია ბუჩუკური (ნორჩი დინამო) მატჩების განრიგი  16 აპრილი | სან მარინო - საქართველო | 18:30 18 აპრილი | ლუქსემბურგი - საქართველო | 12:30 21 აპრილი | საქართველო - ესტონეთი | 12:00